siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-29 - 5:11 PM    

შემოგიმტვრიო მინდა სიზმრები
ძილშიც და ცხადშიც შენს გვერდით ვიყო.
ანგელოზი ხარ ასე მგონია
და შენს სიყვარულს ღმერთებთან ვიყოფ.
გარეთ თებერვალს წყალი სწყურია
და გამომშრალ თოვლს ხოკავს თითებით
მე ვფურცლავ წიგნებს და შენ დაგეძებ
ლეგენდებში და ქვეყნის მითებში.
ეს პოეტობა რას ავიჩემე
და ავირიე სავალი გზები
შემოგეკედლე მიწის ანგელოზს
მივდივარ შენ კი სულ ჩემთან რჩები
ახლა ისე ვარ, როგორც ფარაში
პატარა ბატკნის პატრონი მწყემსი
და ვეჯიბრებით შენს სიყვარულში
მიწაზე მე და ,ზეცაში ღმერთი

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<