siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-29 - 4:49 PM    
სადაც ჩვენს გრძნობებს შეეძლებათ დაუფარავად
თავისი ნაზი და მსუბუქი ფრთები გაშალონ,
სადაც გვექნება გამოხედვა მოუპარავი,
სადაც დალოცავს ჩვენს სიყვარულს ბრძენი ლაშარი!..

უნდა წავიდეთ... თლახატულა ჭრელი პეპელები
სადაც ცისთვალებს უშურველად უძღვნიან ამბორს,
იქ ჩემი ლურჯი ზღვა შენს კუნძულს შემოევლება,
რადგან ნიავიც მხოლოდ იმ ერთს, შენს სახელს ამბობს...

და შენ იმღერებ იმ სიმღერას, რომელიც გიყვარს,
ჩემთვის რომ მღერი, და სასრული რომ აქვს კეთილი
და მე შენი ხმა სადმე მეცხრე ცაზე ამიყვანს,
როგორც მიმწუხრზე ბავშვებს ზღაპრის მრავალწერტილი...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<