siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-29 - 5:06 AM    
ვუსმენ დაწყებას, დამთავრება უფრო მაშინებს.
საოცარია, ახლა ასე სულ არ მბეზრდება.
აწმყოს ვაკერებ მოვარდისფრო, კეკლუც არშიებს
და იდეაში მებადება კერპი, ვენერა.
(იწყებს თქეშს შიგნით მომწყვდეული ნიავი რბოლას,
ბილიკი არცთუ ფართო აქვს, თან ძალიან ხშირი...)
შიში ჯერ დიდი, მერე უკან, ისევე თოთო,
ღიტინით თათებს მიფათურებს გულ-მკერდის შიგნით.
საოცარია, ვიმეორებ, და მევე ვკრთები,
ახლა იწყება ყველაფერი, რაც უნდა იყოს!
ვუსმენ და ვხედავ, არ-შეფარვით, პირდაპირ, შებმით,
როგორ დამიხევს დასასრული ვარდისფერ შიფონს...

სულ არ მბეზრდება, მოთმინებით ვზივარ და ვიცდი,
თუმცა დაწყების დასასრული ძლიერ მაშინებს.
მხრების კანკალი ვერ დავძლიე მხოლოდ ზენიტში,
და ვერც გვირისტი მოვატარე კეკლუც არშიებს...

საოცარია... ასე ვარ და... სულ არ მბეზრდება...
დღეს მერამდენედ ვასრულებ და თავიდან ვიწყებ.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<