მაინც შენზე ფიქრი, თითქოს შენიღბული...
ისევ მეძახის და ისევ მაგონდება... ფიქრებს შევეხიზნე, მაგრამ გარინდული...
ჩვენი სიყვარული გდია მოგონებად...
თითქოს შენს თვალებსაც ვეღარ გავუძელი...
ბოლო ამოსუნთქვაც შენთვის შევინახე...
მაგ საოცარ ღიმილს ვერსად დავუძვერი...
წუხელ სიზმარში რომ უნებურად ვნახე...
თითქოს ცხოვრებაა ჩვენი განშორება...
თითქოს ღალატია ცალკე სიარული...
ისევ გამიგიჟეს სევდა მაჟორებმა...
ისევ მომანატრეს შენი სიყვარული...
მაინც შენზე ვფიქრობ, აღარ მენაღვლება...
ასე რომ დაგტოვე, ახლა მენანები...
ფიქრებს შევეხიზნე, უნდა მენახე და...
სიყვარულზე უფრო მეტად მენატრები... |