siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-05-04 - 5:03 PM    
რაც თავი მახსოვს სულ ვეძებდი ღვთიურისა და ბუნების გენიალურ ნაზავს, რომელიც მთელი არსებით მეყვარებოდა. ვქმნიდი, ვაქანდაკებდი, ფიქრსა და ოცნებაში, სულს და სხეულს ვუხვეწდი სასურველს. მერე რეალურ ქაოსში ვეძებდი ჩემივე ოცნებით შექმნილ ქმნილებას.
გეძებდი, გნატრობდი, გელტვოდი ყოველ წამს. წამი წამში გადადიოდა, და ქმნიდა წუთს, წუთი საათს ავსებდა და საათი დღეს დათვილი დროით მოვდიოდი მახსოვრობიდან დღემდე.
უნდა დაიჯერო.
არავის ემეტება ღვთისაგან ნაბოძები წყალობა სხვისთვის... ვერავინ შემბედავს სიყვარული დამითმეო. დაუწერელს დავწერ, დაუკანონებელს დავაკანონებ, სამყაროს ამბოხს გამოვუცხადებ და შენს თავს მაინც არავის დავუთმობ. ამდენი ხანი ველოდი შენს გამოჩენას ჩემი ცხოვრების ჰორიზონტზე, რამდენს ვოცნებობდი, რომ ჩემს ცხოვრებას შენგვარი ანგელოზი წვეოდა, როგორ სათუთად ვეფერები შენს ხატებას ყოველ ღამით და როცა ყყოველივე ეს რეალობად მექცა, შენს თავს ვფიცავარ, ჩვენს შორის არ იარსებებს სიტყვა " სხვა"-ს ცნება.
მომენდე და ჩემი გჯეროდეს არასოდეს შეეჭვდე ჩემში. წარმოუდგენელია, ჩვენ უერთმანეთოდ არასოდეს მოგვიწევს ცხოვრების გზებზე ხეტიალი.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<