siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-22 - 4:07 AM    
ვუყურებ ცარიელ ჭიქას და გამომყავს სიტყვები ფურცელზე ფიქრის უკუნიდან. მერე ვშლი. წაშლილი სიტყვები - დღის ანასხლეტნი, ანდერძივით ხალხი და ყოველდიურობისაგან დაღლილი თვალები. გამოხედვა მსგავსი გახედნილი ცხენის. მეშინია არ დავემსგავსო მათ. მეშინია მომავლის... უფრო ხვალის, ვიდრე თუნდაც ჩემი სიკვდილის დღის. თითქოს დავნებდი ცხოვრებას - სისუსტით გამოწვეულ სიბინძურეში ჩავეფალი. მე ვგრძნობ, რომ თუ არ შევიცვალე და არ შევცვალე მიმდინარეობა დღეთა ჩემთა, აუცილებლად დავიღუპები. ვერაფერს მივაღწევ და ვერ შევქმნი ცხოვრებაში, ეს კი ჩემთვის დაღუპვაზე მეტია. მიზნის არქონა განაპირობებს სამყაროსადმი ინდიფერენტულს დამოკიდებულებას და ჩემი სურვილებიც თითქოს შეფუთეს უნიჭო ეშმაკებმა! მეც იძულებული ვარ, ვიყო ცუდი და დავკმაყოფილდე შენაფუთით...

ღამის ანთებას ველოდები და განათდება. ჩემი სიცოცხლე გაიქცევა, როგორც ზანგი.

ნათელი ფათურობს ჩემს ოთახში. ღამე ყავასავით დაიღვარა. ცაზე მზე, როგორც ჭიქაში ლიმონი. კარგი ამინდი იდგა, ლამაზი ქალივით, თვალსაც ახარებდა და მოქმედებისკენაც  გიბიძგებდა.

გადავწყვიტე მეხეტიალა, მარტოს, მთელი დღე. სახლიდან გამოვედი, ჩამოვირბინე კიბეები. მიყვარს ნაწვიმარი ასფალტი, მთვარისა და ნათურების შუქით აბრწყინებული. მაგრამ არც ღამე იყო და არც წვიმა. საიდან მომაგონდა, არც ის ვიცი.

"მარშუტკამ" გამიჩერა. ავედი. დავჯექი. ეს ყველაფერი ჩვეულებრივად მოხდა და გამიკვირდა. იმიტომ რომ, ჩემს ცხოვრებაში ასე ჩვეულებრივ, არაფერი ხდება.

ჩემს წინ ორი გოგო იჯდა. ერთი მათგანის სახემ მიმიპყრო.

ყოველი ნაკვთი - ნაკვეთი ასო. თავადაც სიტყვა. სიცილი - წითელი სიკეთე. კბილები - ქვებზე ფიფქები.

ამბობდა: " - სახლში ვთქვი, დავიგვიანებო, არ ვიცი რატომ" - ო.

ჩემი მზერა იგრძნო, თავის გვერდზე მჯდომს უთხრა:
- ნახე, როგორ მიყურებს! - და გაიცინეს ქალიშვილური სიცილით.

მერე ჩავიდა. შემომხედა და ჩავიდა. მეწყინა. მისი სახე ხუთიოდე წამი იწვა ჩემს თვალებზე. მეც მოვედი.

თბილისში არის პატარა ქუჩა, რომელიც ძალიან მიყვარს, თავის ქვაფენილით, სილამაზითა და გალერეებით. რაღაც აქცია იყო, მგონი უპატრონო ბავშვებისთვის და იქ მივედი. უსმენდნენ მუსიკას და ცეკვავდნენ. ლექსი წაიკითხა გოგომ: "ნისლი გიყვარდეთ, ისიც ცის არისო". გოგო მახინჯი იყო, ამიტომ ლექსმაც ისეთი შთაბეჭდილება არ დატოვა მსმენელზე.

ჩაკუზული ვხედავდი ჭუჭყიან მხატვარს, რომლის სურათსაც ეწერა ფასი: 100000000 $. სურათზე კი ქალი ეხატა, თვალებით ბოზი. მგონი ვერ გაყიდდა.

ვიღაც ამერიკელის ფოტოების გამოფენა - "ცხოვრების ხალისის უარყოფა".

მერე შევედი მუზეუმში, დავჯექი ხის კიბეზე და ვუყურებდი განათებულ სიძველეებს.

დაჟანგული ჯაჭვის პერანგი, ხმალი, ფარი, ზარის რეკვა და გადავედი XV საუკუნეში.

სიონი მსგავსი ღმერთის უბანი თავად - ისტორია. სიონში ხატი, მის წინ ბავშვი სანთლით და მზერა ხატის თვალებში. მწუხრზე ლოცვები. ღამე გალობაში მოფრინდა. მათხოვარი - სევდა და ხელი.

პატარა ქუჩა: სამი გოგო ლუდით, ცარიელი სკამები.
სურვილი ღამის და აცეცხლილი კოცნის სირბილი.

და დავინახე:
მიწაზე დაღვრილ სისხლს, ქალის სხეულის ფორმა მიეღო და ცეკვავდა. ეგდო კაცი, როგორც მოჭრილი ხე.

და მზერა ამოსვრილი სისხლში, ცად ატანილი და მერე ჩამოღვრილი წვიმად, როგორც ჰაერში დალეწილი კივილი.

ვნების დახევა, გახევება და ტირილი.

ტირილით შეეგრძნო ტკივილი. ტუჩებზე ცრემლი, როგორც წვეთები წვიმისა ვარდზე. და სული მისი - თეთრი მანდილი ფრიალებდა. შავად ათოვდა და ათოვდა.

- მოკლეს, მოკლეს, მოკლეს! - კიოდა ქალი.

ქალს საოცარი თვალები ჰქონდა: შავი და ქარვისფერი, ქარში მზერით. ამ ორი ფერით ვერ აღვწერ მის თვალებს. მისი თვალები იყო სამყარო, მქმნელი მშვენიერება, მაგრამ ასეთ მომენტში როცა, გვერდით გდია კაცი სისხლში, არავინ უყურებს ცრემლიან თვალებს, თუნდაც საოცარს. მითუმეტეს რომ, მოგროვდა ხალხი და ვიღაც ფორმიანმა ათრთოლებული, ტირილად ქცეული ქალი მანქანში ჩასვა.

და გაზეთის თხელ ფურცელზე, შავ ფონზე თეთრი ასოებით: "საზარელი მკვლელობა თბილისში, ცოლის წინ მოკლეს ქმარი."

და არც ერთი სიტყვა არ ეწერა თვალებზე.


მას მერე არ შემხვედრია ის ქალი, მაგრამ მისი თვალები მაწერინებს იმ დღეს, როგორც მოთხრობას.

ძნელია უყურო ქალს თვალებში, როცა ტანი არანაკლებ მიმზიდველი აქვს.

მაგრამ მისი თვალები... ისინი გამოხატავდნენ შიშს, ტკივილს... ამავდროს მისი მზერა იყო საოცრად ძლიერი და მზად მყოფი, ცხოვრებასთან ურთიერთობისათვის. მისი ძლიერება დამეხმარა მე, დამეძლია საკუთარი სისუსტე.

დღეები მებნევიან, როგორც ფურცლები. ზოგი ცარიელია კიდეც. და მეც ვცდილობ შევავსო ისინი მშვენიერებით
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<