მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს, იმ მოფერებასა და ალერსს, იმ გრძნობის მოზღვავებას გაუმარჯოს ცრემლით რომ აგვივსებსთვალებს. მოდით ზღვის იმ ტალღას გაუმარჯოს, იმ გრიგალებს და ნიავს, რომელსაც საალერსო სიტყვები გულიდან გულთან მიაქვს. მოდით იმ ღრუბლებსგაუმარჯოს იდუმალ მოჩურჩულე ღამეს გაღებულ სარკმელთან,მოწყენილ გოგონას, წარსულზე რომ ეტყვის რამეს. იმ მზეს იმ მთვარეს გაუმარჯოს, იმ შენი ცხოვრების ორ გზას, ჯერ უთქმელ სადღეგრძელოს გაუმარჯოს პირველ სიყვარულს და კოცნას! |