ქალი ნაზი სანთელია იცოდე, სიცოცხლის წინ დანთებული სანთელი, და რომ მუდამ ჩაუმქრალად იწვოდეს, და რომ მუდამ მოგაფინოს ნათელი, მოეფერე მთელი შენი სიცოცხლე, ქალი შენი ვარსკვლავია იცოდე, ყვავილია, არის ბნელის ნათება და ქარ-წვიმას თუკი არ მოარიდე ისე ჩქარა, ისე ჩქარა ჩაქრება, მერე გული უსათუოდ დაგწყდება.. ქალი წმინდა სალოცავი ხატია, მის წინაშე მუხლმოდრეკით ილოცე რაც სიცოცხლის სილამაზე ანთია, სულ ქალია, სულ ქალია იცოდე. და ქალი რომ სანთელივით იწვება, სიყვარულით ისე უნდა იწვოდე. |