თოვლგამოვლილი მზეს ვეფიცხები, გრძნობა გადმოსდის სულის კალაპოტს. ო,მაპატიე ზოგჯერ ფიქრებით მე შენს აჩრდილთან თუკი გღალატობ. მთვარის ბილიკზე სახეშეშლილი ფიქრში მოგსდევ და ვეღარ გეწევი. რომ მოგეკარო, დამწვწვ ცეცხლივით, გულში ჩაგიკრა?_არ ჩამეტევი. ჯამთა უღრანში მივსდევ ბილიკებს, რა მეშველება ქარის მადევარს? ღამე იმ ტკბილი სევდით გივიწყებ, დილით ნატვრად რომ დაიბადება. ცრემლად გმალავ და ვერ იმალები, ჩნდები ფურცელზე ცისფერ ბწკარებად და ეს ციმციმი შენი თვალების ჩემებრ ამ ქვეყნად ვის ეყვარება? ალბად არავის! ალბად ვერასდროს, ვერვინ ვერ შეძლებს ამის ჩადენას!.. შენი სურვილი სულში კელაპტრობს, შენს გზამ ცხოვრება შემომათენა... მე შენს ლოდინში დროს ვეჯიბრები, არა,არაფრით გული არა გთმობს. და მაპატიე, ზოგჯერ ფიქრებით მე შენს აჩრდილთან თუკი გღალატობ! |