მე პოეტი არ გახლავარ არ ვარ კარგი გამომთქმელი და რა ლექსი დაგიწერო კარგო შენი შესაფერი
როგორც ღამით ვარსკვლავები ცას ამკობს და ალამაზებს ასევე შენი თვალები დედამიწას ანარნარებს
და როგორც მზე ადრე დილით ფანჯრიდან შემოანათებს სიზმარს გაგაგდებინებს და გაგაღვიძებს გაგაწვალებს
ასევე მე შენი სახე თვალებში სინათლეს მართმევს ოცნებებში გატაცებულს მხოლოდ შენს გვერდით მატარებს
რაც გაგიცანი იმის შემდეგ სულის სიმშვიდე დავკარგე ჭკვიანი არც ადრე ვიყავ ეხლა კი გიჟს დავემსგავსე
ბევრი ვაჟკაცი აიღებს შენს გამო ხელში იარაღს და ბევრიც შენთვის ბრძოლაში წავა ალბათ იმ ქვეყანას
ხოლო მე კი ამ ბრძოლაში სამწუხაროდ ვერ ვებმები რადგან ბედ შავს გამარჯვების არ მომცა ღმერთმა იმედი
რომც მოეცა ვერ გავბედავ დაგიკავშირო შენ ბედი შენ დედოფლობის ღირსი ხარ მე უბრალო ხულოელი
ამიტომ დამილოცნია გზა მე შენთვის ბედნიერი თუ არ ცხადში ოცნებაში შენ მაინც ჩემი იქნები |