ლამაზი ცხოვრებით გეცხოვროს,
მწვანე ბილიკით გევლოს.. .
ასრულებული ოცნების შენი ულუფა გერგოს.
გაცინებული მენახე, ატირებული არა..
სანამ გინდოდეს იარე მზისა და მიწის დარად.
მაღალი ღმერთი გფარავდეს, გჩუქნი მიწას და მდელოს,
სულს გადაგიშლი, რათა ჭრილობა გაგიმთელო.
უკან არაფერს მოვითხოვ, მე არაფერი მინდა...
სიცოცხლე? ? ? ... მასაც გაჩუქებ, თუკი ძალიან გინდა......