siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-09-08 - 5:43 AM    
ჩემთან რომ იყო, გავიგებდი შენს გულისტკივილს,
დასახმარებლად ყოვლისშემძლე შევიქმნებოდი...
ჩემთან რომ იყო, ავიხდენდი მე ყველა სურვილს,
რადგან მწვერვალი სურვილების შენ იქნებოდი...
ჩემთან რომ იყო, ოცნებაში გაგიყოლებდი,
დავიოკებდი სისხლძარღვებში მოწოლილ ვნებას...
ჩემთან რომ იყო, სულიერად გავშიშვლდებოდი,
დაინახავდი სიყვარულის ფარულ დინებას...
ჩემთან რომ იყო, გავუძლებდი უალერსობას,
შევეჩვეოდი სიძულვილით აღსავსე მზერას...
ჩემთან რომ იყო, გულს იმგვარად გავაცოცხლებდი,
რომ აჰყოლოდა შემოდგომის ფოთოლთა რხევას...
ჩემთან რომ იყო... საყვარელო, ჩემთან რომ იყო,
მე ჩავახშობდი სივრცეებში ყოველგვარ ბოროტს...
ჩემთან რომ იყო, რა სიხარულს მოვესწრებოდი...
რა სიხარული მომიღებდა შენს გვერდით ბოლოს!
ჩემთან რომ იყო...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<