მე შენ მოგპარავ სიზმრად დამალულ ლამაზ სამყაროს, გაღვიძებისას მისით დამტკბარი რომ იღიმები. ჩუმად დავლაშქრავ შენი ოცნების გემბანს გპირდები, რათა ვიცოდე რომ ყოველ ღამით დაგესიზმრები.
მე შენ წარგართმევ ყველა ოცნებას წვიმის წვეთებით, თითოეულ მათგანზე გულიანდ რომ ირითმები. მაგ შენს გაზაფხულს, შემოდგომას გადავაფარებ ნაქურდალივთ გადავმალავ ზამთრის სიცივეს. და ზაფხულს გაგიყობ.
ჩუმად წაგართმევ მაგ შენს თბილ ღიმილს, გულის უბეში გამოვიბავ და ჩემთვის ვატარებ. ჩუმად დავხატავ შენს გაზაფხულს წვიმის წვეთებით შემოდგომას კი შენს ფერებში გავაღიავებ. |