ფურცელი ვარდის, სურნელი წმინდა, მიზეზი დარდის გავიგო მინდა! წითლად მიჰყვება ფურცელი სიოს დარდი მიყვება გელათს და სიონს. ვარდის ფურცელი დარდის წვეთია, გარბის ნუ ელი წამიც წვეთია.ნიაღვარს დროის მიაქვს ცხოვრება, მიიტან როდის სულთან ცხონებას? ჩამოთოვს წითლად მწვანე მინდორზე, დარდები ფიქრად მხოლოდ ჩვენ ორზე, ჩვენ ორზე სევდა, მე ისევ გელი, სიცოცხლეს ლევდა ვარდის ფურცელი, მაგრამ მოვიდა თვე ვარდობისა, სიყვარულისა, მეგობრობისა... |