შენ ისეთი ხარ, რომ არ მიყვარდე აუცილებლად შეგიყვარებდი, ციდან ვარსკვლავად რომ არ გკრიფავდე, ასე ამ ქვეყნად ვერ ვიხარებდი. შენ ისეთი ხარ, რომ არ გხედავდე აუცილებლად სიზმრად გნახავდი, მივახატავდი ზეცას შენს სახეს, მზესაც შენს თვალებს მივახატავდი... შეგისუნთქავდი დილით ცის ნამად, რომ სამუდამოდ გულში მყოლოდი... რარიგ მსურხარ და რარიგ მიყვარხარ მინდა ვიყვირო ახლა ბოლო ხმით, მინდა შენით სვლა, შენით სიმთვრალე მინდა!.. და ფიქრით ვერ იკვალები... შენ ისეთი ხარ, რომ არ მიყვარდე აუცილებლად შეგიყვარებდი |