siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-09-08 - 5:52 AM    
ჩემო სიცოცხლე, სინანულის ხელს ნუ მიწოდებ,
მე სიყვარულის ანგელოზად მაინც გიწოდებ.
თუ შემიბრალებ, გულის კარი ღია დატოვე
და მე გპირდები არასოდეს არ მიგატოვებ.

ნუ მიმატოვებ, არ გამიპო გულის ფიცარი
მე ამდენ ხალხში, ერთადერთო, ღირსად გიცანი.
ვიცი, კვლავ გინდა, მოგეფერო, ჩაგიკრა გულში,
მადლობის ნიშნად ჩაგჩურჩულო, „მიყვარხარ" ყურში.

ეს ჯადოსნური, მომღიმარი შენი თვალები
და თვალებიდან გადმოსული ის წამწამები.
მუდამ თან მსდევენ, კვლავ ხარობენ ჩემი წამებით
ასე ტანჯვაში გამეპარა წუთი, წამები.

თუ სიყვარული მე დავკარგე ამ ქვეყნად ისევ
მაშინ წავიდეს ეს ცხოვრება, რად მინდა ისე,
თუ სიყვარულში ისევ დაგეწყო, სიცივე, თოვა
მე ჩემს გულს მოგცემ, რომ არ იფიქრო, „მან მიმატოვა".

და თუ ცხოვრებამ შენ დაგიგო სასტიკი მახე
თუკი გაგიქრო სიტკბოების ყოველი სახე,
მე მუდამ მზად ვარ კვლავ შევწირო ჩემი სიცოცხლე
როგორ მიყვარხარ ჩემო ლამაზო, მინდა იცოდე.

და ნუ განიცდი, სიყვარულში თუ არ გაქვს ბედი
მე შემიყვარდი, შენში ვიპოვე ოცნების გედი
და მაშინ როცა შენ მიდიხარ, ოცნების გზაზე
შენ დამიჯერე, მართლა არ გინდა, იფიქრო სხვაზე.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<