როცა გინატრე მაშინ დაიკარგე
მაშინ ჩამიქრე ერთი სანთელი,
ისე წახვედი სიტყვა არ გითქვამს
და მომიხურე უკან კარები.
მაშინ დამტოვე როცა მიჭირდა
როცა შენს გვერდით მინდოდა ყოფნა,
მაშინ ჩამიქრე ტრფობის სანთელი
როცა მე შენზე ლოცვა მინდოდა.
რატომ დამტოვე, რა დაგიშავე?
რატომ გამხადე ცხოვრების მონა?
რატომ არ გჯერა ამ ქვეყანაზე
არ შემიძლია უშენოდ ყოფნა. |