შენი თვალთა სხივი ზეცას დაიმონებს, კაცსაც დააჩოქებს შენით გატაცებულს... შენი გამოხედვა თერგსაც დააოკებს, გულსაც დაამშვიდებს ფეთქვით აჩქარებულს.... შენი სიყვარული მზესაც დააბნელებს, ზღვასაც დაამშვიდებს ღელვით აქაფებულს...... ხედავ ლურჯი ზეცა როგორ მოღრუბლულა? კაციც დაჩოქილა გრძნობით ანთებული, თერგიც მოღუშულა შენი გამოხედვით, გულიც აღარ ფეთქავს უკვე გატანჯული... მზემაც დაგვაბნელა შუქით ანთებულნი და ზღვაც მშვიდადაა ისევ განაბული |