ქალო, ეშხითა მორთულო, დღისით მზე, ღამით მთვარეო,
ბრწყინვალე შუქურვარსკვლავო, შენ ხმელეთისა მდარეო,
ვარსკვლავო სურვილისაო, სული შენ მიმაბარეო ...
ქალო, ამ თვალთა ნათელო, ქალო, სახე გაქვს მზისაო,
ქალო, მშვენება ვინ მოგცა სამოცი ვარსკვლავისაო!?
მთვარე ხარ მანათობელი, იალბუზისა მთისაო,
შუქი ანათებს ქვეყანას მაგ შენი თვალებისაო,
- ცაში ნაბანო ვარსკვლავო, ხელთ დასატარო მზისაო, |