siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-22 - 7:00 PM    
ნუღარ მოხვალ თუ ატყობ რომ არ გიყვარვარ,
არ დაბრუნდე, თუ იგრძნობ რომ არ გჭირდები,
დამივიწყე,იქნებ შეძლო დავიწყება,
არ მეძახო თუკი ჩემი არ იქნები.
ნუ იფიქრებ თუკი გული აღარ ფიქრობს,
არ იტირო თუკი ცრემლი აღარ მოგდის,
დამიჯერე მაგ თვალების გიჟი ვიყავ,
დამიჯერე,მაგ თვალებზე ვლოცულობდი.
დაგშორდები, ვეღარასდროს ვეღარ გნახავ,
ეგ თვალები მაგიჟებდა მხოლოდ შენი,
მე არ დაგსჯი, წახვალ მაგრამ ღმერთი დაგსჯის,
შენი წასვლა იყოს შენი განაჩენი...
თუ უშენოდ დავრჩი მაინც დაზაფრული
გაგიხსენებ და სიშორე დამნატრდება
მოდი,შენ ხარ ჩემი მზე და გაზაფხული,
შენ ხარ ჩემი სიყვარულის დაბადება.
მენატრება შენთან ტკბილი საუბარი,
მაგ ტუჩების ოდნავ ტკბილი გაღიმება,
იცი რას გთხოვ?მხოლოდ გული გამიყავი
და სიშორე ამით უფრო დაგვიტკბება.
გამამწარე,რა ვქნა ვეღარ დაგივიწყებ,
მაგ თვალებში ვნანობ რატომ შემოგხედე,
ასე დიდი სიყვარული რომ მასწავლე,
გევედრები დავიწყებაც შემასწავლე...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<