siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-22 - 7:05 PM    
იესოს ხატთან სამი სანთელი,

პირველ თოვლივით ჩუმად დნებოდა,

ტაძარში იდგა მკრთალი ნათელი,

სანთლები უხმოდ იფერფლებოდა.

ჩამოდიოდა სანთლის ნაღვენთი,

წვეთ-წვეთად იქვე იღვენთებოდა,

და მძიმე შუქის უფერო ფონზე

ორი ლამაზი გრძნობა ჩნდებოდა.

ერთი სანთელი მეგობრობისა,

მეგობრულ გრძნობით იცრემლებოდა,

მეორე იყო სიყვარულისა,

ის სიყვარულით იტანჯებოდა,

ხოლო მესამე მონატრებისა,

ორივე გრძნობას ეფერებოდა.

იდგა სიჩუმე და ყველა ბგერა

სადღაც უკვალოდ იკარგებოდა,

შემოდიოდა ტაძარში ხალხი,

ხალხი ერთმანეთს ენაცვლებოდა;

მე კი ვიდექი გაქვავებული,

ვგრძნობდი, რომ მალე დაღამდებოდა

და მერე ვერც კი გავიგონებდი

ლოცვაში ისე გათენდებოდა.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<