"ეტლით მოგიყვან წარსულიდან ლამაზ გაზაფხულს,
დაგაკრეფინებ საპოვნელებს ვნებით დაზაფრულს.
თეთრი ულაყით ჭალა-მინდვრებს მოგარბენინებ,
დაზამთრებამდე ას წელს კიდევ მოგაცდევინებ.
თუ დამიჯერებ, ვერცხლის ხანას გვიან მოგიყვან,
შემოდგომამდე დასათვლელ წლებს ნაზად მოგირთავ.
სულ გადაგაგდებ შორეული ბავშვობის წლებში,
შორს შეგაფარებ საოცნებოდ მიუვალ მთებში.
ნებით მოგიწვევ ფრთაფარფატა ლამაზ გაზაფხულს,
შეგაკვრევინებ ნაზ თაიგულს ვნებით დაზაფრულს.
მოგასმენინებ დაისიდან ნაცნობ არიას,
ტაძრად წაგიყვან, შეგავედრებ დედა მარიამს..." |