სევდის ტბაში დაცურავდა მწუხარების გედი, ნაღვლიანი მზერა ჰქონდა დარდიანი ბედი, ტბა ბურუსით მოცულიყო, გედის გული ნისლით, ვერც სიღრმეში მშვიდდებოდა, ვერც ნაპირზე მისვლით, ჩანდა გზები მოფენილი, ეკლითა და ვარდით, გედმა ეკლის გზა არჩია, არ გათელა ვარდი, და ამ გზაზე ეკალივით ესობოდა დარდი, საკვირველი იყო გედი, როცა ამდენს ძლებდა, იმ გედს ერქვა სიყვარული და შენ დაგეძებდა!.. |