როდესაც შენს გულს სევდა შეიპყრობს, თუ არ დაგიდგა არავინ გვერდით, ხელს ნუ ჩაიქნევ იმედი გქონდეს, იცოდე მუდამ შენთან არს ღმერთი! თუ კი ცხოვრებამ მახე დაგიგო, შენ ხარ პირველი და ერთადერთი?! ბედის სიმწარე ნუ შეგაშინებს, ყველგან ყოველთვის შენთან არს ღმერთი! მუდამ მომავლის რწმენით ცხოვრობდე, და არ იცრუო სიტყვა არცერთი, მე კი გულწრფელად მინდა გისურვო მთელისიცოცხლე გფარავდეს ღმერთი!!! |