სინამდვილე ბევრჯერ გამიზღაპრებია, სიმახინჯე სილამაზით დამიხატავს, ლურჯ ოცნებას ლურჯი ფრთები დამტვრევია, საქორწილო ფიქრს გასცლია თეთრი ფატა.
სიძულვილშიც სიყვარული მიძებნია, ღალატის წილ ღალატს როგორ გავივლებდი. იქ დავმდგარვარ,სადაც მეტი სიძნელეა, გოლგოთაზე როგორ გავიაპრილებდი.
რაღა შემრჩა?-დარდიანი ფოთოლცვენა, დარდიანი ფოთოლცვენის მუნჯი ფერი... მე კეთილი ჯადოქრების მაინც მჯერა, ასეთი ვარ, მაპატიეთ ყველაფერი
|