siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2025-02-09 - 8:04 AM    
შენი ცხოვრებით ისე იცხოვრე
არ მიაყენო არვის ზიანი

მათხოვარი რომ მათხოვარია

მასშიც ეძებე ა დ ა მ ი ა ნ ი

თუ მის ღირსებას ფეხქვეშ გათელავ

სულში რომელსაც უმღერს იანი
მაშინ მხეცი ხარ კაცი კი არა
არც უნდა გერქვას ა დ ა მ ი ა ნ ი

სჯობს სულში ია-ვარდი ახარო
ეს არასოდეს არის გვიანი
შეძლებ განდევნო სული ბოროტი
თუკი კაცი ხარ ა დ ა მ ი ა ნ ი

ბოროტ ზრახვებზე მაღლა დადექი
ეს არასოდეს არის გვიანი
მეც წაგაქეზებ:მიდი,ამაღლდი
შენ ხომ კაცი ხარ ა დ ა მ ი ა ნ ი

ნუ დააფასებ ამპარტავნებას
თავმდაბლობა სჯობს გულდარდიანი
გული ეძებე:სათნო,კეთილი
კაცში ეძებე ა დ ა მ ი ა ნ ი.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<