იცი საოცარო მონატრებავ,ჩემში გრიგალივით შემოვარდი!
გული მომგლიჯე და გაიტაცე,ფიქრში დამიტოვე სველი დარდი.
ჩემო ცრემლიანო მონატრებავ სულში რომ გამიჩნდი ნიაგარად–
მიანგრ–მოანგრიე რაც ვაშენე,ცრემლიც ხომ მაჩუქე ნიაღვარად..
ჩემო უნაპირო სიყვარულო,გრძნობის ზვირთებად რომ მეხეთქები,
ასე გაშმაგებით რად მიყვარხარ?!, თითქოს ჩემთან ხარ და მენატრები.!
ეხლა ეს საღამო გამაგიჟებს,წუთი უშენობის ფიქრად მათოვს,
იცი მგონია და ვგავართ გიჟებს,რადგან ქარიშხალი უფრო გვართობს.
ჩემი მონატრების ამ თავსხმაში ეს დღეც ტკივილებით ნაშენია, იცი? ჩემი გულის დერეფანში შენი სიყვარული ასვენია!. |