ლურჯი ღამიდან წვიმა კი არა,
ტკივილიანი ცრემლები ცვივა,
ვიცი, ვერასდროს ვეღარ შევხვდებით,
ანდა შევხვდებით ძალიან გვიან.
ვიცი, წაიღებს დრო ყველა ტკივილს,
გული იმედებს კვლავ ჩაისახავს,
მაგრამ ნუ მეტყვი აღარ ვიტირო,
ნუ დამამშვიდებ სანამ მიყვარხარ.
სანამ მიშფოთებს სულს მოგონება,
სანამ ბოროტი ქარები ქრიან
და მაინც ვიცი თუკი შევხვდებით,
იქნება უკვე ძალიან გვიან |