ჩემი დაკარგვა სულ არაფერს არ ნიშნავს, თითქმის. ახლა მე ვამბობ: აცივდა და თვალებში მათოვს, დღეს რას ვგრძნობ ყველა შემთხვევაში ერთგვარად ითქმის: რაც ძვირფასია არასოდეს ადვილად არ ვთმობ. სულ არ მაღელვებს როცა რიგში ჩემზე წინ დგანან, ჯერ მე ვარ ყველგან, ვიყავი და ვიქნები კიდევ. სხვა არაფერი მაბადია სიცოცხლის გარდა. საკმაო ხანი დაგეძებდი, გიპოვნე ვიდრე. დღეს ჩემი ჩრდილი შენგან მარცხნივ აღარ ეცემა. მარტო დავდივარ ან სრულიად უაზროდ ვდგავარ! ვინც არას ითხოვს არაფერი არ მიეცემა და ეს სამყარო უმისოდაც იოლას გავა. |