siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-23 - 0:42 AM    
ჰო, მართლა, ყველას არ გაუღო კარები,
ისეთი კარგი ხარ, ღმერთსაც ვერ ვენდობი,
იმ უშნო წუთებსაც ნუ აეკარები,
რა იცი, უმიზნოდ სად დაგვათენდება
და წადი და მხოლოდ უთქმელად, უფიქროდ,
მას მერე მე ისე მაშინებს ფიქრები,
ჰო, მართლა, თუ შევხვდით, უბრალოდ, ვუცდი-თქო,
ვიღაცას ვუცდი-თქო
და ალბათ, ჩაქრება ჯიუტი იმედი
და წამომინდება
საღამო სიკვდილის, სიცხის და წვალების,
სულშიც რომ შემოდის მტვრიანი ამინდი
და შენი თვალები, სიზმრები, თვალები
და წადი, შენ წადი, მე უნდა გიყურო,
მე უნდა გიყურო თვალების დათხრამდე,
რომ გზაში ნიავიც არ გადაგეყაროს,
რომ ყველა ტკივილი მორჩეს და გათავდეს.
შენ წადი.. კარგია, როდესაც მიდიხარ
და ქარი თმებსა და სურვილებს ედება,
ახლა მე ვიცინებ, ვიცინებ დიდი ხმით
და აიშლებიან დამფრთხალი მტრედები.
ჰო, მართლა, სიცილი არ გადაგეყაროს,
როგორმე ავიტან უმიზნო მოლოდინს
და წადი, შენ წადი, მე უნდა გიყურო,
მე უნდა გიყურო, გიყურო ბოლომდე.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<