იყავი ჩემი მეგობარი მე მჭირდება, რომ ბალახზე ვიარო ზოგჯერ ფეხშიშველმა . . . ბალახზე შენთან. მე მჭირდება, რომ ლექსები ვიკითხო ზოგჯერ ლექსები . . . შენთან. რომ მე როგორც ქალს, მახარებდეს შენი მოსმენა. იყავი ჩემი მეგობარი სამაგიეროდ მე არ გთხოვ, რომ ძლიერი ტრფობით გიყვარდე რომ მიყიდო ზღაპრული იახტა და სასახლე მისაჩუქრო მყუდრო კუნძულზე . . . არა, არ გთხოვ, რომ მაწვიმო წვიმა ფრანგული სუნამოების და ჩამაბარო ხელში მთვარის გასაღებები . . . ეს მე სულ არ მაინტერესებს. სულ მცირეა ჩემი სურვილი, უფრო მცირე ჩემი წადილი - მე მინდა, რომ საათობით ვიარო შენთან საათობით . . . და რომ წვიმის მუსიკა იყოს. მე ვესწრაფვი, რომ შენი ხმა გავიგონო ტელეფონში როცა ნაღველი შემომაწვება და ავტირდები . . . იყავი ჩემი მეგობარი ისე მჭირდება სადმე მშვიდი ნავსაყუდარი. იყავი ჩემი მეგობარი . . .
|