siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2025-02-09 - 7:13 AM    
ბევრჯერ შევსულვარ ტაძარში,სანთლები ამინთია,
გულის წადილი უფლისთვის ჩურჩულით გამინდვია,
მუხლის მოდრეკით ყველა ხატისთვის მიკოცნია
და ერთი წმინდა გრძნობის გულისთვის მილოცნია.
მაშინ ყველაზე მთავარი ჩემთვის ეს გრძნობა იყო
და მოციმციმე ტაძარში სიჩუმე დამდგარიყო.
პირჯვარს ვიწერდი ხატის წინ,ღმერთს მოწყალებას ვთხოვდი,
მეგობარს ვადიდებდი და უმეგობრობას ვგმობდი.
სიტყვა"მეგობრის"ხსენებით გახარებული ვკრთოდი,
მე ჩემს მეგობრებს ვლოცავდი,ღმერთის შეწევნას ვგრძნობდი.
"ღმერთო,აკურთხე ამქვეყნად ყველა მეგობრის გული,
მეგობრისათვის დამდნარი,დამწვარი,დადაგული,
არ გამაგონო არასდროს ეს გრძნობა შელახული,
შეაძლებინე ყველას მეგობრის სიყვარული."
პირჯვარს ვიწერდი ისევ,სულ სათითაოდ გლოცავდით,
ჩემი ლამაზი ფიქრებით და მონატრებით გმოსავდით,
კვლავ ჩუმად ვიმეორებდი:"სანამ არ არის გვიან,
ჩემი სანთლები სანამ ბოლომდე დაიწვიან,
მე მეგობრებო თქვენთვის ეს ლექსი მიჩუქნია
და მადლობა რომ თქვენით დღეს მეგობარი მქვია
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<