ზღვის ნაპირზე... თვალუწვდენელი ჰორიზონტი... ფირუზისფერი ალმასების თვალისმომჭრელი ელვარება... ცისფერი სიმშვიდე... ანც ვარსკვლავთა ციმციმი... წარბშეჭმუხნული ოქროსფერი მთვარე... ნაზი მელანქოლია... ხმაურიან ზვირთებს შეხამებული გულის ძგერა... ათრთოლებული მხრები... თბილი სუნთქვა... შენგან სიშორე შენს სიახლოვეში... მეტოქე ღრუბლებსავით შეჯახებული ჩვენი შეხედულებანი...
წამწამთა ჯარს შემოვიკრებ და ჩავამუქებ, წყვდიადით შევცვლი ამ ჯადოსნურ სილურჯეს...ჩემთან გამეფებ ფერად მირაჟში...
|