მოინდომე, თუნდაც მხოლოდ გონებაში, და დახატავ ნახატს მშრალი ფუნჯებითაც...
რატომ წერენ იცით, ლექსებს პოეტები? იმიტომ, რომ მუზების წინ მუნჯდებიან...
ზამთარში ხომ თეთრ თოვლს დაბლა ჩამოპენტავს, ხეს ნასროლი გაყინული გუნდები და... ზუსტად ისე ეფანტებათ თურმე აზრი პოეტებს და მუზების წინ მუნჯდებიან....
რას გაუგებ მეოცნებე ადამიანს, ან მის აზრებს, არამყარს და წუთებიანს?! პოეტები სიყვარულზე მხოლოდ წერენ, იმიტომ, რომ მუზების წინ მუნჯდებიან...
სიყვარულზე საუბარს და დამტკიცებას გაურბიან, ლექსით გათქმა ურჩევნიათ, და გრძნობებსაც მხოლოდ ამ გზით გაამხელენ, იმიტომ, რომ მუზების წინ მუნჯდებიან... |