ჩემს ტუჩებს შენი ღიმილის გემო ახსოვთ… და სიტყვები ისევ არ მყოფნის დღეს… როგორ მინდა, რომ იცოდე როგორია ის…რისი გემო და სუნი აქვს… იცი რა ლამაზია? ძალიან ლამაზია ჩემი სიყვარული… მე მას სურათს გადავუღებ თვალებით… და მისი სურათი სამუდამოდ დარჩება ჩემს თვალებში, სანამ მას სიკვდილის სურათი არ შესცვლის… მას შენი ტუჩების გემო აქვს და ოდნავ დაჰკრავს ცრემლების სიმლაშე… შენი თბილი ნაზი ხელების და ღამის სიჩუმის სუნი აქვს…მას მხოლოდ შენი და ჩემი სუნი აქვს… მას ჩემი სიცელქე და შენი ხასიათი აქვს… შენსავით მზე დააქვს გულის ჯიბით… ეს შემოდგომაც ჩვევად ექცა … და ისე იფერებს თითქოს ასი ასეთი შემოდგომა ენახოს… სიზმრებსაც ფერადს ხედავს…ოცნებობს თბილ ლოგინზე დილის ყავითა და ცხელი კრუასანებით… და ენატრება…ძალიან ენატრება ბედნიერება…ის დიდი ბედნიერება, რომელსაც შენი ერთი ღიმილი იტევს… |