siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-23 - 5:39 AM    
წელს გაზაფხულიც სიცივით და ზოზინით მოდის,
წყნეთში ვიყავი ამასწინათ და იასამნებს
ჯერ კვირტიც კი არ გაეშალათ და ჩემს დიდ ლოდინს
ვერ მოეფერნენ უსაყვარლეს დაიასავით...

ვერც ელდიანი ჩემი ქვეყნის ელეთ-მელეთი,
მიცქერის რამე სასურველით, სულში გამჭოლით,
არეულია რუსთაველიც ათას მილეთით...
ჰოდა, სანამდე საქართველოს... ჯერ მე დამჭერით!..

სხვაც ბევრი რამე ეტვიფრება ჩემს ფიქრს ხანჯლებად,
ჩემს ცხელ გონებას ათასგვარი სისხლავს ეკალი...
და ჩემს სხეულსაც, მი-მოფანტულს ასო-ნაჭრებად,
კორტნის ყორანი ისევ უნდოდ ნაერეკლარი...

შენც, ვისაც ლამის ერთადერთად გსახავ იმედად,
ვისი ღიმილიც მირიადად მიჩანს ნათებად,
დავიწყებისთვის ვინაც გულმა ვერ გაგიმეტა,
ვისაც სიცოცხლე ჩემი გსვამს და გეთანადება...

შენც, ასე სათნომ, ვის მზის სხივთა გამკობს თანხლება,
დღემდე ვერაფრით გაიმეტე სიტყვის მისხალი,
რომ შენც გიყვარვარ, როგორც ამ გულს - შენი სახება,
რომ განგეკურნე ნაგვემარი და ნასისხლარი...

ჰოდა, ვუცქირო ამ სამყაროს რაღა თვალებით,
რაღა ოცნებით, რაღა განცდით, რაღა ფიქრებით...
გიწერ ამ ლექსსაც ნიშნად ჩემი გარდაცვალების
და ვტოვებ დღისთვის, როცა უკვე აღარ ვიქნები...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<