|
გათენდა.
დილის 7 საათია. დღევანდელი დღეც ისეთივეა, როგორიც გუშინდელი და სხვა
წინა დღეები. იღვიძებს მოხუცი. მოსიყვარეულე თვალებით გადახედავს მძინარე
მეუღლეს, იცვამს, ჩაის სვამს და მიდის სამსახურში. გზაში ერთსა და იგივე
ადგილას, ერთსა და იმავე დროს ხვდება გოგონას, რომლის დღეც მოხუცის დღის
მსგავად იწყება. ეს მისი შვილიშვილია. სამსახურში მისვლამდე, შვილიშვილი
ყურში ყურთსასმენებს იკეთებს, რათა ბაბუის გაუთავებელი საუბარი არ
მოისმინოს პოლიტიკაზე. სამსახურიდან დაბრუნებულებს დღის მეორე ნახევარი
განსხვავებული აქვთ. შინ მიმავალი მოხუცი გზიდან გაჰყურებს მისი სახლის
ფანჯრებს, საიდანაც ერთგული მეოღლე უცდის მის დაბრუნებას. თუ ის ფანჯრიდან
უმზერს, მოხუცს ტუჩებზე ბედნიერების ღიმილი უთამაშებს , რადგან იცის, რომ
მისი მეუღლე დღეს თავს კარგად გრძნობს და არაფერი აწუხებს. მაგრამ თუ მის
თვალებს ფანჯარაში ვერ მოჰკრავს, ის ჩქარი ნაბიჯებით მიეშურება
სადარბაზოსკენ და პირდაპირ მეუღლის საძინებელში მირბის იმის იმედად, რომ
ის მხოლოდ შეუძლოდ არის და ჯერ კიდევ ცოცხალია. გადაღლილი მოხუცი
სახლში დაბრუნებული სადილობს და ცდილობს მის მეუღლეს აგრძნობინოს, რომ მას
ახალგაზრდობის ძალ–ღონე ისევ შერჩენია და ამის დასტურად მოხუცები საათობით
ფეხით სეირნობენ. საღამოს მოხუცები დაძინებამდე ტელევიზორს უყურებენ და
ელოდებიან შვილის მოსვლას სამსახურიდან. რაც შეეხება შვილიშვილს,
სამსახურიდან დაბრუნებული გახარებული მიდის სახლში, იმის გამო, რომ გზის
ფული არ დახარჯვია, რადგან ბაბუამ გადაუხადა. დარჩენილ ფულს საკუთარ თავს
მოახმარს ან როცა ბებოსთან წავა ნაყინებს უყიდის, რადგან ძალიან უყვარს. აი, ასეთია მათი ყოვლდღიური ცხოვრება, თუმცა ეს ყოველდღიურობა ერთი ტრაგედიით სრულდება... გარდაიცვალა
მოხუცი... ექიმებმა მას ფილტვების ანთება დაუდგინეს. რა თქმა უნდა, ის ხომ
ქარში, წვიმაში, თოვლში დაუღალავად მუშაობდა, იმის გამო, რომ სახლში ორი
კაპიკი შეეტანა. ეს ტრაგედია ყველასათვის მოულოდნელი იყო, რადგან მის
გარეშე თითოეულის ცხოვრება წარმოუდგენელი იყო. ის თითოეული მათგანის
ცხოვრების მექანიზმის მნიშვნელოვანი დეტალი იყო, მის გარეშე საათის ისრები
გაჩერებულია. ყველას ჰქონდა იმის შეგრძნება, რომ მათი ცხოვრება მასთან
ერთად დასრულდა. ვერ წარმოედგინა მის მეუღლეს, რომ ფანჯარაში 12 საათიდან
პირველ საათამდე მოხუცი ნაცნობ ქუჩაზე აღარ გამოჩნდებოდა და ფანჯარაში
აღარ ამოხედავდა მოსიყვარულე თვალებით. ვერ წარმოედგინა მის შვილიშვილს,
რომ 9–ის 15 წუთზე ბაბუა აღარ დაელოდებოდა ნაცნობ ადგილას და გზაში
პოლიტიკაზე აღარავინ დაელაპარაკებოდა. ყველას ჰქონდა შეგრძნება იმისა, რომ
გვირაბის ბოლოს სინათლე ჩაქრა... გათენდა. დილის 7 საათია. მეუღლეს
კვლავინდებურად სძინავს, მის გვერდით საწოლი ცარიელია. 9–ის 15 წუთია.
გოგონა უახლოვდება ნაცნობ ადგილას. მზის სხივები თვალებს ჭრის. ვიღაც დგას
ნაცნობ ადგილას მოხუცის მსგავსი აღნაგობით, ჭაღარა თმით. გოგონას სუნთქვა
შეეკრა, ტუჩებზე არანორმალურმა ღიმილმა გადაურბინა – "ნამდვილად ის
არის... ის... ბაბუ..!" მზე ღრუბლებს მოეფარა. მოხუცი კი... გარემოვაჭრე
აღმოჩნდა... 12 საათია... მეუღლე ფანჯარაში იყურება და მოელის მის
ახალგაზრდა ძალ–ღონით აღსავსე მოხუცს. პირველი საათია. მეუღლე კვლავ
ფანჯარაში იყურება და ასე გრძელდება ყოველი დღის 12 საათიდან პირველ
საათამდე. სიჩუმეა... საათის ისრები ნელა მოძრაობს... გვირაბის ბოლოს
სინათლე ბჟუტავს... გული ჩერდება... სული უჩინარდება... საათი ჩერდება...
სინათლე ქრება... დამთავრდა..! |