გულში გადაღლილი ქარების მარტი დადგომიათ სტრიქონებს... წავალ...დავიცალე უკვე და თვალებს მხოლოდ შენ ერთს გიტოვებ! ხელში შემრჩენია პეპელა სულს რომ გაქცევია ფარფატით... წავალ...არ მეძებო დღეიდან ხელი გამიშვი და...ნახვამდის! მცივა...მოგონება მამცივნებს ფიქრშიც ვერ ვბრუნდები წარსულთან, წავალ...ძაფი გაწყდა სულში და შენთან ჩახუტებაც დასრულდა! გულში გადაღლილა ქარები მარტი დადგომიათ სტრიქონებს... წავალ...ცარიელი სხეულით რადგან გულს მხოლოდ შენ გიტოვებ |