მარტოობაში და მოლოდინში გაფრინდა შენი ცხოვრება დედა და ახლა,თუმცა დამაგვიანდა, დიდ სინანულზე ფიქრს მაინც ვბედავ! ახლა ჩემს თვალებს ასველებს ცრემლი, ცრემლი,რომელიც შენ გულს გატკენდა, მე მენატრება შენი ალერსი, სითბო,რომელიც გულით დაგქონდა! ჩაგეკვრებოდი მაგრად თბილ მკერდში, ავტირდებოდი,როგორც პატარა, მოგიყვებოდი თუ ბედთან ბრძოლამ და სიმარტოვემ,როგორ დამღალა! მოგიყვებოდი დიდ სიყვარულზე და პატიებას გთხოვდი გულწრფელად, ჩემს მონატრებას,ტკივილს და სევდას, დასანანია,შენ რომ ვერ ხედავ!!! |