siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-22 - 4:18 AM    
"ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე,

მე მაგისდასთან ვზივარ ძვირფასო და ჩემს წინ სუფთა ქაღალდებს ვუმზერ.

აწმყო, წარსული და მომავალი დამდგარან ჩემი ფიქრების ზღურბლზე..”


ძალიან მშვიდ და იდუმალ ღამეს ჩასძინებია ატმის მკავებზე, თავშიტრიალებს ათასი კითხვა და ყველა თავის პასუხს დაეძებს.

არ შემხვედრიხარ, არ მინახიხარ ალბათ ათასი წელი, ათასი წალი იქნება ცოტა ან იქნებ ძალიან ბევრი, მე ახლა მხოლოდ სიზმარში მახსოვს შენი ცისფერი თვალების ფერი.

ეს ყველაფერი ადრე დაიწყო, ძალიან ადრე, როცა თებერვლის მსუსხავი ქარი ეხეთქებოდა გათოშილ ჭადრებს, როს ცხოვრებიდან შენ ჭრიდი დღეებს ვით რეჟისორი ფირიდან ჭრიდეს ფილმისთვის ყოვლად უვარგის კადრებს.

იმდენად ახლოს მოვედი შენთან რომ უსასრულოდ აღმოვჩნდი შორი, მერე ვიღაცამ შეთხზა რაღაცა, შენც კარგად იცი მე რომ არ გითხრა როგორ ვრცელდება თბილისსში ჭორი..

გახსოვს? -ცისფერი ხეობის გასწვრივ მზერა შველივით მორბოდა შენსკენ და მოწმენდილი ივნისის ზეცა ირეკლებოდა, ქუჩაში იყო იმდენი ხალხი მეჩვენებოდა რომ იმ საღამოს გარბოდა სადღაც დამრთხალი ქუჩა.

გახსოვს? -ოთახში იმ გაზაფხულზე ძალიან წითლად ჰყვაოდა ბალბა. შენ დაიღალე იმ ბალბის ცქერით, შენ საერთოდაც გადაიღალე, გადაიღალე და გამექეცი, მე კი სულ შენთან ვიქნები, ალბათ..

შენ გიხაროდა შენი არსება, შენ ის გეგონა შენი ერთგული ვინც მოგიტანდა სიყვარულს მარტში.. კი! ზღვა ამაყობს თავის ხმაურით, მაგრამ იცოდე ზღვა სხვა არის და ზღვას ყველაფერი ეპატიება.

ჩემი ფიქრები უბრალო გოგოს რაღაც უცნაურ სხივით გმოსავდნენ და მაღონებდა ძალიან ხშირად რაც არ ვიცოდი მე შენს შესახებ, რაც შენ აკეთე ჩემთან მოსვლამდე.. რატომ გეგონა რომ მე სათქმელი დავაგვიანე? შენ ვერ მიმიხვდი, ჩემი სათქმელი ადრევე გითხარ და ვერ ამჩნევდი რომ მე შენგან ველოდი პასუხს, რომ მე ქცეული ვიყავი კითხვად.

მე სიყვარული ვიცი რაც არის, ძალიან კარგად ვიცი რაც არის, მაგრამ არ ვიცი შენ როგორ გითხრა და თუ ქამანდი გამოვდე სიტყვას მოვალ და უცებ ყველაფერს გეტყვი!

არა! არ არის ის სიყვარული რასაც საერთოდ მას უწოდებენ, ის არის ბევრად იმაზე მეტი.

მე ვარ მდინარე!

ყველა მდინარე მეორე მდინარეს ეძებს, რომ შუერტდეს და მერე ერთად გავიდნენ ზღვებზე, არ შეიძლება მთელი სიცოცხლე გეძინოს მარტოს, ამიტომ მუდამ ვიღაცას ეძებ და ეს ძიება გტანჟავს და გათრობს.

ძალიან დიდი ამქვს სიყვარული და მოთმინება მაქვს უფრო დიდი, დღეს ჩემი აწმყო არის წარსული რომელიც ლამაზად ინიღბავს თავს და რომელიც სადღაც, უჩემოდ მიდის.. მე გადმოვედი იმ ბილიკიდან და ახლა სულ სხვა ბილიკზე ვდგები, დღეს ჩვენი გზები ისე გაიყო ვით ნატახთართან იყოფა გზები.

მე კარგად ვიცი, ვიცი და ვხვდები რომ შენ აღარსად არ მელოდები, ალბათ ეს არის იმის მიზეზი რომ უმიზეზოდ ხშირად ვღონდები, განმეორდება ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენ აღარ განვმეორდებით.

შენ გაფრინდები, შენ დამშორდები, ახლაც შენ ჩემთვის არა გცალია, გთხოვ მაპატიო რომ მე მიყვარდი და რომ მიყვარხარ ახლაც ძალიან…

ალბათ ჯობია ნანატრი ბაღი კაცმა იხილოს მხოლოდ გარედან და გულგრილობა შენი თუ სხვისი ავი ძაღლივით გებას კარებთან, ღობის გარედან ჰკრეფდე ნაყოფებს და დასახევი გზა გქონდეს უკან, ანდა ზემოდან სჭვრეტდე ყველაფერს ვით მაგიდაზე გადაშლილ რუკას.

სჯობია კაცმა ნანატრი ბაღი მუდამ იხილო მხოლოდ გარედან და საკუთარი ცივი გონება ერთგულ ძაღლივით გებას კარებთან! მაგრამ პირველად როცა შევედი მე ვერ ვხვდებოდი ამ სიბრძნეს მაშინ, მე არც დღესა მაქვს ცივი გონება და კვლავ თამამად შევდივარ ბაღში.

გვირილებს ვკრეფდი იმ დღეს ფერდობზე, უცებ გაწვიმდა და დაიქუხა, სადღაცა მუხას დაეცა მეხი, შეშინებული გამოვიქეცი და მე რომ უნდა მომეძღვნა შენთვის ალბათ იმ ყვავილს დავადქი ფეხი..

მორჩა! დაეშვა სცენაზე ფარდა, თოვლმა წაშალა სულ ყველა კვალი, მინდა გავიგო ხვალ რა იქნება, ახლა ვმკითხაობ ნეტავ რას ნიშნავს გულის ბიჭი და აგურის ქალი?

პასუხისათვის ნუ გაირჯები, მე არაფერი მიკითხავს შენთვის! ალბათ არსებობს ისეთი რაღაც საკუთარ თავსაც ვერაფრით ეტყვი. ყველა პასუხი ბოლოს და ბოლოს უნდა ისევე გადიქცეს კითხვად.. მე დავიღალე ამდენი ძებნით და ძლივს ვიპოვე საჭირო სიტყვა. ასეა თურმე, თუ რამ გაწუხებს როცა იქნება, უნდა დაჯდე და ვინმეს ყველაზე ძვირფასს მისწერო..

არა! შეცდომა არ მეორდება! თუ მეორდება საბესიწეროდ!

არა! ვერასდროს ვერ დავივიწყებ მე იმ შემთხვევებს და იმ შეცდომებს. მე ისევ მინდა ჩემთან იყო და შენ ჩემი ისევ ისე გესმოდეს, მაგრამ მე ვიცი ჩემო ძვირფასო რომ ეს არსდროს განმეორდება, ვერ დავიბრუნებ წარსულს ვერასდროს და ფიფქსაც ფიფქი მანამდე ქვია სანამ მიწაზე დაეცემოდეს.

არ შეგიძლია შენ არაფერი, შენ დავიწყებაც არ შეგიძლია, თუმც ახლა ალბათ არაფერ დარდობ, მე დავდიოდი ძალიან ჩქარა, ნაბიჯს ვერაფრით მიწყობდი კარგო, უკვე დასრულდა ჩვენი თამაში, ქვეყნად ყველაფერს ჰქონია ბოლო…

მე შენს შესახებ მეტი ვიცი ჩემო ძვირფასო ვიდრე შენ იცი საკუთარ თავზე, მე აღარ მოვალ შენთან არასდროს და თმებზე თითებს აღარ შეგახებ, სულაც არ მინდა ვიყო ერთ-ერთი და სასაცილოც არ მინდა ვიყო, მე დავიბენი ახლა ძალიან და მინდა მხოლოდ ერთი რამ გკითხო. მაგრამ არ გკითხავ, რა საჭაიროა? შენი პასუხი ზეპირად ვიცი, მხრებს აიჩეჩავ, წარბებს აზიდავ და მერე ბავშურად დაიწყებ სიცილს.

დღემდე რაღაცის იმედი მქონდა, დღეს კი სულ ყველა იმედი გაქრა და ეს წარსული სულ სხვა ცხოვრების დასაწყისია…

შენ შეიცვალე..

მეც შევიცვალე..

სხვა ყველაფერი ამ ქვეყანაზე როგორიც იყო ჩვენს გამოცვლამდე ისევ ასეა…

ბოლო დროს ბევრი საქმე გაგიჩნდა და საიდუმლოც გაგიჩნდა ბევრი, მე შენთვის ისე ზედმეტი გავხდი როგორც ასანთის დამწვარი ღერი.

შენ ახლა ცივი მარმარილო ხარ, მე კი მინდა რომ ეგ მარმარილო მაძებნინებდეს დაკარგულ სითბოს და თუ ვიპოვი ოდესმე, სამდმე, ისე გამათბოს და მომეფეროს არც დამიკარგავს არასდროს თითქოს… მაგრამ ეს ახლა არის ზღაპარი "იყო და არა იყო რას” მსგავსი და თუმცა ზღაპრის მჯეროდეს მინდა, მე ბავშვი აღარ ვარ ეხლა და მე ბავშვობის ასაკსაც გავცდი.

ძალიან ბევრი საქმე გაგიჩნდა და მეგობრებიც გაგიჩნდა ბევრი, მე შენთვის ისე ზედმეტი გავხდი როგორც ასანთის დამწვარი ღერი.

შენ შეყვარება თავისა იცი, შენ სიყვარული არ იცი მხოლოდ და თუმცა ახლა იმ სიყვარულით, იმ მოგონებით ვცოცხლობ და ვცოხვრობ, მე ვხდები უკვე ძალიან კარგად, მე შენ არასდროს არ გყვარებივარ, მე გჭირდებოდი მხოლოდ და მხოლოდ!

შენ გაფრინდები და გადალახავ უსაზღვროების სულ ყველა საზღვარს, ხელში აიღებ მზეის ისრებს და დაემსგავსები მერე მოისრეს, უნდა მოისხა შენ ანგელოზის მსუბუქი ფრთები და მერე ყველას მადლი მოისხა.

ვეღარ გაგდევნე ჩემი ფიქრიდან, არ ვიცი ეხლა რა უნდა გთხოვო, შენ მაშინ იყავ უფრო ძვირფასი როცა ძალიან იყავი შორი და ოცნებაში მხვდებოდი მხოლოდ… მარტო ვარ შუა ოკეანეში, სადღაც ძალიან შორს დარჩა ახლა ჩემი კეთილი იმედის კონცხი, მე შენ მაშინაც მემახსოვრები შენს ცხოვრებაში რომ აღარ ვიქნები და დაგივიწყებ როს გაყუჩდება ყველა ტკივილი სულის და ხორცის.

ჩვენს შორის ჩადგა უსასრულობა(მანძილით როდი განიზომება ან სიშორე და ან სიახლოვე), ვერ მიგატოვებ მე შენ ვერასდროს, თუ შეგიძლია შენ მიმატოვე. რომც წამოვიდე ამ წუთში შენსკენ, რომც დავივიწყო წარსული წამიტ, გზას გადამიჭრის ბებერი კატა ყველა კატაზე დიდი და შავი და აღმოჩნდება ესეც ამაო, მე ვერ ვიპოვი სასურველ ფერებს… ბარემ გადავდგათ თითო ნაბიჯიც და მე კოცნაში დაგახრჩობ მერე!

მე დავირალე, მე აღარ ძალმიძს აღარაფერი, ვერარ ვერევი საკუთარ ფიქრებს.. ხვალ შეიცვლება სულ ყველაფერი, ხვალ სულ ახალი რამ დაიწყება.. თუმცა რა ვიცი? ხვალ არაფერიც არ მოხდეს იქნებ! მე დავიღალე, დრო არის ძილის, ალბათ მდინარეც იძინებს წამით, რომ დაივიწყოს მთელი დღის დაღლა… იქნებ სიზმარში მაინც შემომხვდე, მაგრამ მე ვიცი რომ არაფერი დამესიზმრება, ვერ დავიძინებ უბრალოდ, ალბათ…

უკვე თენდება, ღამე ტყვესავით ნებდება დილას, წვიმის წვეთები როგორც ცრემლები დაჰკიდებია ბალახს და მიწას. მე დავიღალე, მე აღარ ძალმიძს აღარც თხოვნა და აღარც მოთხოვნა, მე უშენობდა ძალიან მიჭირს… გარეთ პატარა ალუბლის ტოტზე, სულ პატარა ჩამოჯდა ჩიტი.

მე მენატრები როგორც ბავშვობა(მე აღარასდროს ვიქნები ბავშვი), თუმც ყველაფერი განვსაზღვრე თითქოს, ხვალ რა იქნება მაინც არ ვიცი, იქნება ხვალე ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირად უნდა აეწყოს? უეჭველი კი ის არის მხოლოდ რომ ყველაფერი არის საეჭვო!

დღემდე ამის თქმას ვერ ვახეხებდი, დღეს კი ფრჩხილებში მოგწერო უნდა: "ვისაც ეძებდი ის არ აღმოვჩნდი, არც შენ ყოფილხარ ის მე ვინც მსურდა”

შენ ახლა ალბათ ტირიფთან ზიხარ და ვიღაც ბიჭი სიყვარულს გიხსნის, შენთვის ხომ მუდამ სულერთი იყო სულ ყველა სიტყვა ჩემი თუ სხვისი.. შენ ახლა ალბათ ტირიფთან ზიხარ და არაფერი არ გახსოვს ჩემი, მე შენს ხსოვნაში ისე გავქრები ვით ღია ზღვაში ქრება პორტიდან გასული გემი.

შენ არ გეგონოს რაიმეს გთხოვდე ან გამომქონდეს მე განაჩენი, არც სიახლოვე, არც სინანული, არც დაბრუნება, არც ახსარება, მე არაფერი არ მინდა შენი.

ვერ ამიხსნია ეს გაორება, მე ახლა უკვე სხვაცა ვარ თითქოს, ჩემში ჩამჯდარა ორი არსება, ორივე ჩემგან თავისას ითხოვს. ორი არსება ჩამჯდარა ჩემში, ორივე თავის სიმართლეს იცავს, კაცის ცრემლივით ტკბილ მწარე ღვინოს ორივე თავის დოქიდან მისხამს.

შენ რა ღირსი ხარ ამ წერილისა, მაგრმა მე მაინც მოგწერე იგი, მე არაფერი არ მეგულება შენი უძირო თვალების იქით.. მგონი ვიღაცამ ჩართო რადიო, ჩემსკენ მოიწევს ბებერი გრიგი, იქნებ წერილი არც ღირს იმდენად მაგრამ გთხოვ მაინც გახსენი იგი.. მე არაფერი არ მელოდება მაგ მშვენიერი თვალების იქით…

ეს არის ალბათ უკანასკნელი, მე აღარასდროს მოგწერ ბარათებს, დღესაც არაფერს გეტყოდი მაგრამ მგონი სიმთვრალე მელაპარაკებს.

მე ველი წერილს, მე ველი წერილს, რადგანაც რამეს ელოდო უნდა, ეს იყოს თუნდაც სალამი, ეს იყოს სუფთა ფურცელი თუნდაც.

შენ არ გეგონოს ჩემი წერილი ან კურთხევა და ან ანათემა, არც თავს ვიმართლებ! მხოლოდ მტყუანი მოჰყვება ხოლმე თავის მართლებას!

დღეს გავიხსენე სულ ყველაფერი რაც მეგონა რომ აღარ მახსოვდა, რაც მაცინებდა, რაც მაღონებდა, რაც მჭირდებოდა და რაც მათრობდა…

მე შენ გიგზავნი ახლა ამ წერილს ჩემი ფიქრით და ტკივილით სავსეს, ასე მთვარდება ყველა წერილი და ეს წერილიც დამთავრდეს ასე.

მე ველი პასუხს, მე ველი პასუხს, რადგან სხვას უკვე არაფერს ველი, თვითონ არ ვიცი ჩემი წერილი რად გამოვიდა ასეთი გრძელი…

გთხოვ მაპატიო, გთხოვ მაპატიო, გთხოვ მაპატიო გაკრული ხელი…
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<