|
მომცემ უფლებას, რომ სიზმარში მაინც მიყვარდე?
რომ გული ჩემი მარტო შენთვის ფეთქავდეს მხოლოდ.
თუ სიზმარშიაც შენ მოითხოვ სხვა სილამაზეს,
რომლითაც ხალხის თვალებიდან სული სულდგმულობს.
მარტოდენ ერთი კოცნა მაჩუქე! გთხოვ მხოლოდ ერთი,
მარტოდენ ერთი , რეალურად ხომ არ გთხოვ ამას.
მხოლოდ სიზმარში თუ იქნები შენ ჩემთვის ღმერთი,
მხოლოდ სიზმარში თუ ვიქნები მე წმინდა მარად.
რატომ და როდის? რისთვის და როგორ? ნუ მეკითხები!
სიყვარული ხომ ლამაზმანებს არ ერჩით მხოლოდ...
როდის და რისთვის მარტოდენ ერთმა თუ იცის ზევით!
და იმას კითხე , ის თუ გეტყვის, რად ვმღერი სოლოს.
კაი ნუ ცდილობ, მაინც ვერასდროს ვერ შემძულდები.
მე უკვე მძულხარ , რადგან მიყვარხარ, თვალები გლოვობს.
რატომ მიყვარხარ? ნუ მეკითხები ! ხომ გაგაფრთხილე
მე ეგ არ ვიცი, ნუ მეკითხები ! არ ვიცი როგორ!
კაი, თუ რამე გაწყენინე გთხოვ მაპატიო.
გთხოვ მაპატიო ეს სიყვარული , არ ვიცი როგორ...
მე არ ვარ ღმერთი რომ გასწავლო შენ სიყვარული,
ვერც ანგელოზი ვერ გავხდები! სიზმარში მხოლოდ...
მომცემ უფლებას რომ სიზმარში მაინც მიყვარდე!...
მომცემ უფლებას რომ სიზმარში გაკოცო მხოლოდ!..
თუმცა რას ვბოდავ!.. ეს სიზმარი ხომ მე მეკუთვნის!
ეს სიზმრები კი რეალობის ნაშთია მხოლოდ!
იცი მხოლოდ ერთს შეგეკითხები, გულთა მბყრობელო.
ეკუთვნის კია ტურფა ლამაზმანს ეს გრძნობა მხოლოდ?!
ოცნებას კაცი არ მოუკლავსო! თუმცა ვინ იცის!
ისინიც თურმე სიყვარულით კვდებიან მხოლოდ..... ([..სიყვარულისთვის ყველა
იბადება! მაგრამ ამ გრძნობასავით ლამაზი არავინაა! შენ ვერ უწოდებ მახინჯს
სხვას, თუ არ იცი რაა სილამაზე! სილამაზე ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ა!!! მაგრამ
ყველა ლამაზი სიყვარული არაა..]) |