უაზროდ ვიწვი , მწვავენ ფიქრები
უაზროდ მტკივა გული სადარდე,
უაზროდ ხედავს ჩემი თვალები,
ჩემი ხელები გრძნობენ სამარეს...
მითხარით ვინმემ! რამდენჯერ გითქვამთ
სიტყვა "მიყვარხარ" როგორც ტყუილი,
და ამის მერე რამდენს უვლია
წუთისოფელზე გზააბნეული...
რატომ გამხდარა ეს სიტყვა მახედ?
გულუბრყვილოთა , მიჯნურთა სახრედ,
ნუთუ იმიტომ, რომ გიჯურ ვნებას
დაუმარხია ცოცხალთა სახე.
დამასაფლავა მე სხვათა ჟინმა,
არმინდა ტყუილს შევასხა ფრთები!
არ მინდა სიტყვა ვხარჯო ტყუილად,
სახრით წავბილწო ფრთოსანის მხრები.
მე გული მტკივა, ნეტა ვიყო სიტყვა მიყვარხარ
და ჩემნაირად გულს არავის ავატკიებდი!... |