siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-22 - 4:06 AM    
თქვენ ქართული იცით?
თავისდაუნებლიედ წარმოთქვა გოგომ.
-     ვიცი, შვილო, ვიცი, განა არ უთქვამს დათოს, რომ ბებია ბაბუა ქართველები მყავდა?
თვითონვე შევამჩნიე ჩემი ბერძნული აქცენტი ქართულ საუბარში . . .
-     არაფერი უთქვამს. მშვენივრად საუბრობთ ქართულად . . .
-     მამა, გამაგებინე, რატომ აქამდე არ მითხარი, რომ ქართული იცოდი? -
დაიბნა დათო და ბერძნულად მითხრა საყვედური . . .  

                        * * *

-     ასე მოხდა ყველაფერი . . . მე დათომ გადამადგმევინა ეს ნაბიჯი, რომ დაბრუნებულიყავი აქ, ჩემს ქალაქში, ჩემს მშობლიურ კუთხეში. მან გამიღვივა, ხანში შესულს, აქ დაბრუნების წყურვილი, როცა აღფრთოვანებით მიყვებოდა დაბრუნებული, შენზე ნატა, ჩემს პატარა დიშვილზე და ჩემს დაზე . . . რომელიც ქვეყანას მერჩივნა . . .
-     თქვენ გიგა?!
-     მამა?!
-     ბიძაშვილ მამიდაშვილები ხართ შვილებო, თქვენში ერთი სისხლია, მიხარია, რომ იპოვეთ ერთმანეთი . . .
ორივემ ერთმანეთს გადახედეს. ნატას თვალები ცრემლიანი ქონდა, დათო კი გაოგნებით მიშტერებოდა საკუთარ ნათესავს, ხან კი მამას, რომელიც ადგა და აივანზე გავიდა . . .
გიგა უყურებდა თბილისს, უნდოდა ყველაფერი ეს თავის დისთვისაც ეამბნა, ისე, როგორც შვილს და დისშვილს უამბო, მაგრამ უფრო ძნელი იქნებოდა, რადგან და იყო, რადგან და დანახვისთანავე იცნობდა ძმას, ძმას რომელიც წლების წინ გამოიგლოვა . . . ნატა წამოდგა და მოეხვია ბიძას, რომელიც უყვარდა დედის ნაამბობიდან, რომელზეც ბევრი რამ სმენია, რომლებიც გაყარა უბედურმა შემთხვევამ . . .
-     მე წავალ დედასთან . . .
-     მოიცადე, მზად ვარ კი?!
-     ბიძია, თქვენ ეს უნდა შეძლოთ . . . დედამ შავები უნდა გაიხადოს.
დათოს არ ესმოდა ქართული, არ ესმოდა თუ რას საუბრობდენ მის თვალწინ, მაგრამ ხვდებოდა, რაზე შეიძლებოდათ `დედა~ ეხსენებინათ.
გიგა მეორე დღეს ესტუმრა დას, რომელმაც არ იცოდა მის შესახებ, რადგან ნატას არ უნდა გაემხილა მისთვის, ეს გიგას თხოვნა იყო. კარი თმაში ჭაღარაშეპარულმა ქალმა გააღო, უნდოდა ეთქვა, ვინ გნებავთ, როცა ნატამ მეორე ოთახიდან თავი გამოყო და – მობრძანდითო, დაიყვირა. განზე გადგა ნინო, გიგამ კარის ზღურბლს ფეხი გადადგა და ნინომ დათო დაინახა, ძალიან გაუხარდა და გულში ჩაიკრა. რუსულად მიმართა
-     მამაშენია?
-     დიახ ქალბატონო ნინო . . .
-     შემოდი, შემოდი . . .
-     ბოდიში, ქალბატონო, რომ დაუპატიჟებლად შემოგეჭერით, მე ხომ თქვენთვის უცხო ვარ, მაგრამ დათომ მაიძულა . . .
-     არაფერიც, თქვენ მუდამ სასურველი სტუმარი ხართ – დაიყვირა ნატამ.
სასტუმრო ოთახში შევიდნენ, ნინო სამზარეულოში გადი-გამოდიოდა, გიგას კი გული საგულეში აღარ ჰქონდა, ელოდა მომენტს, როცა ნინოც სიმართლეს გაიგებდა, მაგრამ ქართველი სტუმართმოყვარე ქალი არ ჩერდებოდა და ფუსფუსებდა.
-     დე, მოდი რა, სანამ მამა მოვა სტუმრებს მიაქციე ყურადღება.
-     შენ მანდ არ ხარ?! მიდი დაჯექი, მარტო არ დატოვო, მეც მალე მოვალ, ხაჭაპურსაც გამოვაცხობ, სტუმრებს სათანადო პატივი ვცეთ, მითუმეტეს, როცა უცხო კაციც არის . . .
-     ქალბატონო ნინო, გამობრძანდით გევედრებით! – ძლივს ამოღერღა გიგამ.
შეშფოთებულმა გამოიხედა და
-     თქვენ ქართული იცით?
-     დიახ . . .
-     ეს როგორ?
-     მობრძანდით, გევედრებით, არ გვინდა ხაჭაპური, სხვა დროს იყოს . . .
-     კი მაგრამ . . .
-     დედა, დაჯექი, როცა გეუბნებიან!
ნინო ჩამოჯდა და უყურებდა ორ უცხო ადამიანს და გრძნობდა რაღაცას.
-     შენ რატომ არ იცი ქართული დათო?
-     მე არ მასწავლა, გუშინ გავიგე საერთოდ, რომ მან იცოდა.
-     ნინო, არ გეწყინოთ რომ მხოლოდ სახელით მოგმართავთ, მაგრამ მე მგონი მაქვს ამის უფლება, მე რაღაც უნდა გიამბოთ.
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. ნინო გიგას უყურებდა თავლმოუშორებლად და რატომღაც მამა გაახსენდა, რადგან ახლახან აღმოაჩინა, რომ ბერძენი სტუმარი, რომელმაც ქართული იცოდა, ძლიერ ჰგავდა მამას . . . თვალზე ცრემლები მოადგა და ბოდიშიც მოიხადა, მაგრამ არ გაამხილა, თუ რა ატირებდა. ამ დროს, გიგა ფეხზე წამოდგა და ნინოს მიუახლავდა. ნინომ იუცხოვა და ყვირილი დააპირა, როცა გიგამ გულში ჩაიხუტა თავისი საყვარელი დაიკო და წარმოსთქვა:
-     ნინო, გიგა გახსოვს?
-     გიგა? – ხმა დაუდაბლდა ქალს.
-     გიგა . . . – გაიმეორა გიგამ.
-     ჩემს ძმას ერქვა გიგა, მაგრამ თქვენ საიდან იცით? აა, ალბათ ნატამ გიამბოთ, ან დათომ, მანაც იცის.
ქალს აშკარად შეეტყო ანერვიულება, ის ისევ მისთვის ვიღაც ბერძენის მკლავებში იყო და უხერხულად მოძრაობდა და ცდილობდა, რომ თავი დაეღწია, მაგრამ გიგა დას ხელიდან არ უშვებდა და იმასაც ვერ ამბობდა, რომ მისი ძმა იყო . . .
-     ნინო, გიგა როგორი გახსოვს?
-     თქვენ რა გინდათ?
-     მაინტერესებს!
-     ნატა მამას დაურეკე!
-     დედა რისთვის გინდა მამა?
-     დაურეკე გეუბნები! – ნინოს შეეშინდა და ამიტომ მოითხოვა ხმის აწევით, დაერეკა მეუღლესთვის.
-     არ არის საჭირო ნინო, ჩემი ნუ გეშინია, მე ხომ   . . .
-     რა შენ ხომ? რა გინდა? ხელი გამიშვი . . .
-     გიგა ვარ . . .
ნინომ მოძრაობა შეწყვიტა, თვალი დახუჭა, ბავშვი მოელანდა, 14 წლის ბავშვი, რომელიც მან დაკარგა, ძმა, რომელიც უზომოდ უყვარდა. ისევ გაახილა თვალი და შეხედა კაცს, რომელიც მამას ახსენებდა, რომელიც ძლიერ ჰგავდა ქართველს. გადახედა დათოს, მასში თავისი პატარა ძმა დაინახა. შეხედა ისევ გიგას, მიხვდა ყველაფერს და კოცნა დაუწყო . . .
გიგას დაბრუნებამ ტკივილის განახლება გამოიწვია დის გულში, თუმცა სითბო და სიყვარული და რაც მთავარია, საყვარელი პიროვნება დაიბრუნა.
ნინომ მშობლების საფლავზე გაიყვანა ძმა, რომელიც თავს იდანაშაულებდა ყველაფერში და ყოველ წამს ბოდიშს იხდიდა იმ უბედური შემთხვევის გამო და დიდი ტკივილის გამო, რომელიც მშობლებს და დას მიაყენა . . . ნინო კი ყოველ წამს აწყნარებდა და, ეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ყოველ წამს სთხოვდა იმას, რომ საბერძნეთში აღარ დაბრუნებულიყო და არ მიეტოვებინა ხელმეორედ.
-       მამიდა, ქართულს ხომ მასწავლი?

                                        * * *
შემოდგომის ლამაზი საღამო იწურებოდა, ფოთლები შრიალებდნენ . . . სასაფლაო ცარიელი იყო, ირგვლივ არავინ ჩანდა. ქვიდან მომცინარი მარად ახალგაზრდად დარჩენილი ჭაბუკის სახეს ხანში შესული მამაკაცის ხელები ეფერებოდა . . . და საფლავის მიწას კი ცრემლები ასველებდა . . .
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<