ნუ დაუკეტავთ ამ სულს დარაბებს, ნუ გამოკეტავთ გისოსებს მიღმა... ნუ ააფარებთ ტუჩებზე ხელს და... ნუ გადააქცევთ მის სახეს ნიღბად!!! თეთრ სარაფანში...თეთრი ღიმილი თეთრ პეპლებს დასდევს გაშლილ ტრამალზე... სულს შენსას ლექსად ,გაკრული ხელით მოვასწრებ,დავწერ მზის ჩასავალზე... გათენებიდან დაღამებამდე,ნაბიჯს აგიწყობ შენს სუნთქვას დავთვლი... სევდას შენსას და ღრმად ჩამჯდარ ტკივილს ლექსით მოვთელავ,ლექსითვე დავღლი... ჩაკეტილ კართან,გაყინულ სახეს ჩრდილი გადაკრავს აშლილი ავდრის... შენ გაიღიმე....გათენდი შენ და.... ჰო... თავს დაიხრჩობს შენს ცრემლში დარდი!!!!! |