siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-23 - 5:41 AM    
იცი როგორი სიმშვიდე მენატრება?
ბავშვობაში, ჩემს გაოცებას თოვლის ფანტელებს
სიმრავლით გამოწვეულს
რომ შეაგებე მზერა და მითხარი:
ნუ გეშინია, მიწა დაიტევს . . .
მას შემდეგ მიწამ იმდენი რამე დაიტია
მეშინია გაოცება არ მომიკვდეს.

იცი, სიკვდილზე ფიქრი გადავაფიქრებინე მამას
ვუთხარი - შენს შემდეგ ჩემი რიგია და ნუ
ჩამაყენებ ამ რიგში მამა.
დამიჯერა და დამყვა . . .

ჰოდა, გაიხადე შენი სხეული და ჩამაცვი
ჩემი ღამეების სიზმრებს გაგიმხელ
სხვა ცხოვრებაშიც მოვდივარ ქალად
და ვაჩენ შვილებს ჩემს გაგრძელებებს
რომ არ დავმთავრდე და დავასახლო მთელი სოფელი

გაიხადე და ჩამაცვი შენი სხეული,
თორე ახლა ის უხერხული ღიმილი
მე მეყინება ტუჩებზე სიჩუმედ და
ჩემი სიზმრების შვილებისთვის არ მაქვს პასუხი:
დეე, ძნელია დედობა? . .
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<