siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-23 - 5:24 AM    
ბნელი სარდაფი, ღვინის ჭიქები,
მხოლოდ გოლგოთა, აღარსად მდელო.....
და როცა შედგა იგი მწვერვალზე,
მაშინ იხილა ის საქართველომ.
თორემ, ვინ იყო, ვინ სცნობდა ნიკოს,
სარდაფში ობლად დუღდა მაჭარი,
და მოგონებებს შემორჩა ცოცხლად
მირზაანელი ,,ლოთი" მხატვარი.
ნიკო მოკვდაო, იქ, კიბის ძირში,
საღებავების ცრემლი სდიოდა,
რას ქვია მოკვდა! მან მიატოვა
ეს უსუსური კაცობრიობა.
გული დამთვრალი და დაფლეთილი
სიობლისაგან ჩუმად კვნესოდა,
შველას ითხოვდა თურმე ნიკალა,
მაგრამ მისი ხმა არვის ესმოდა.
ბოლო ფერები გაკრთა ტილოზე,
მიმქრალ თვალებში მწუხრმა იძალა,
ღვინის რუმბები ჩაიკრა გულში,
დაემხო პირქვე და მიიცვალა.
არსად არღანი, არსად დუდუკი,
არც განბანება ცრემლთა მორევში,
ვიდოდა ქვეყნად კაცი ობოლი
და მიეძინა სიმარტოვეში.....
მერმე უეცრად განათლდა ბნელი,
ფრთები აეშვათ დაბმულ არწივებს
და კიბისძირში მკვდარი ნიკალა
ანგელოსებმა გამოაცილეს.....
ვინ სთქვა სიკვდილი უკვდავებისა,
ნეტა ვინ ეძებს ნიკალას საფლავს,
ის ეხლა ისევ მთვრალია ღვინით
და მარგარიტას წამწამებს ხატავს....
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<