siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-23 - 5:54 AM    
რა მინდოდა აქ? თავი როგორ ამოვყავი ამ მხარეში? აქ რომ მერცხლები არ ფრინავენ?
აქ ხომ ცა იმდენად შორსაა, შეიძლება ‘’ივარაუდო’’ რომ ცაა, თორემ ვერა თვალით მას ვერ აღიქვამ.
მართლაც-და რა მინდოდა ამ ქვეყანაში? ეს ხომ იმდენად არ ჰგავს ჩემს ქვეყანას, როგორც სიკვდილი არ ჰგავს სიცოცხლეს,
როგორც სიყვარული არ ჰგავს სიძულვილს. თუმცა სიკვდილ-სიცოცხლესა და სიყვარულ-სიძულვილს შორის მანძილი დაითვლება, ასევე დაითვლება აქედან ჩემს სამშობლომდე ნაბიჯები, მაგრამ იქამდე იმდენად შორია, რომ დათვლა აგერევა,
ან ვერ დაიმახსოვრებ უკვე დათვლილ ნაბიჯებს,ან საერთოდაც, ნაბიჯების რაოდენობაც შეიძლება ვეღარ განსაზღვრო. მოკლედ, ქვიშასავით დაუთვლელად აღვიქვათ იგი...
მაგრამ მე მაინც ვერ ვხვდები, რამ მომიყვანა ამ ქვეყანაში. რა მინდოდა, რას ვეძებდი, ან მეც რატომ ვოცნებობდი აქ ჩამოსვლაზე. ახლა ხომ უკვე აქ ვარ და აქ ხომ ყველაფერი ჩვეულებრივია. ხალხიც ისეთივეა, როგორც ყველგან,
(მაგრამ არა როგორც ჩემს ქვეყანაში. ჩემი ხალხი სხვა მოდგმის არის! სხვა ჯიშის! სხვანაირად სხვანაირი)...
მიკვირს, რატომ ბრწყინავდა ეს ქვეყანა შორიდან და რატომ მეგონა იგი განსაკუთრებული. მიკვირს, რატომ არ აღმოჩნდა ისეთი , როგორიც მეგონა. თუმცა, როგორი მეგონა უკვე აღარც მახსოვს...
მე არაფერი არ მინდა ახლა. უბრალოდ ვნატრობ ჩემი ქვეყნის ველ-მინდვრებს, მთებს, წყაროებს, მდინარეებს, წმინდა ტაძრებს და რა თქმა უნდა, ცას- რომელიც „ძალიან ღრმაა" და მათ ფონზე აქაურობა საშინელება მგონია. არადა, აქაც რომ ძალიან ლამაზი და მაღალი ხეებია და მდინარე აქაც რომ მორაკრაკებს?
უბრალოდ, ჩემი ქვეყნისას ვერ შეედრება, თორემ ესეც ხომ ღვთის შექმნილია. ღვთის ქმნილება კი- ყველაფერი სრულყოფილია!!!
მე გული მწყდება რომ ყველაფერი რაც მიყვარდა, დღეს მენატრება და გული მწყდება იმაზეც, რომ გაზაფხულის შემობრძანებას მერცხლები ვერ მომილოცავენ. მე ხომ ისინი ისე ძალიან მიყვარდნენ, რომ გაზაფხულობით, ყოველი მათი დანახვისას ვგრძნობდი, თუ როგორ ვიბადებოდი ისევ ჩემს თავში - ეს იყო განცდა უცნაური და საოცარი...
აქ კი- ჩემს ლამაზ კუდმაკრატელებს ვერ ვნახავ და შესაბამისად, გაზაფხულსაც იმ უცნაური გრძნობით ვერ ვიგრძნობ. ამაზე მწყდება გული და კიდევ.
ამ ქვეყანაში ცა მართლაც ძალიან შორს არის მიწიდან,
იმდენად შორს, რომ ზოგჯერ ვვარაუდობ მის არსებობას. არ ვიცი, ასეა თუ მე მეჩვენება. თითქოს მთვარეც კი განსხვავდება ჩემი ქვეყნის მთვარისგან. იგი არ არის ისეთი კაშკაშა როგორც იქ და ვარსკვლავებიც ძალზედ შორს არიან, სულ არ ჰგვანან იმ
და-ძმებს, რომლებიც საოცარი სიყვარულითა თუ მშობლიური სიახლოვით დაგვციმციმებდნენ ხოლმე თავზე. ერთადერთი - მზე ჰგავს მხოლოდ საკუთარ თავს. ისეთივეა, როგორიც ის საერთოდ არის! თანაბრად აფრქვევს თავის სხივებს - აქაც და იქაც!!!
არ ვიცი, რატომ მეჩვენება ეს ყველაფერი. იქნება მართლა ასეც არის. თუმცა ამას არანაირი მნიშვნელობა არავისთვის მგონი არა აქვს
და ჩემთვის კიდევ, ერთადერთი ის მნიშვნელობა აქვს, რომ ჩემი ქვეყნის მონატრებას მეტად მიმძაფრებს..
მე ახლა ვხვდები, ქართულ ზღაპრებში დამკვიდრებული გამოთქმის:- „ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა -ქალამნად",- მნიშვნელობას! რადგან, ქართველი კაცი იმდენად ახლოა ცასთან და ამავე დროს იმდენად მყარად დგას მიწაზეც, რომ ვერ გაარჩევ,
მართლაც რომელს ეკუთვნის იგი. ჩემი აზრით, ქართველი კაცი იმდენად მიწიერია თავისი „ზეციურობით" და იმდენად ზეციური თავისი „მიწიერებით", რომ მართლაც უფლის განსაკუთრებულ ქმნილებას ჰგავს ადამიანთა შორის!
ღმერთო, მომიტევე! მგონი მკრეხელობაში არ ჩამეთვლება
ჩემი ქვეყნის და ჩემი ხალხის ეს სიყვარული. თვით სიყვარულის ნიჭიც ხომ განსაკუთრებული მოგვმადლე უფალო!
და ბოლომდე შეგვაძლებინე ვიყოთ მასში, ანუ ვიყოთ შენში!
რამეთუ, შენ ხომ თვით ხარ სიყვარული!
დიდება შენდა!!!
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<