siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-23 - 5:39 AM    
მე დღესაც არ ვიცი, თუ რატომ ხატავენ,
სიყვარულს სულ მზიან და ნათელ ფერებით..
იმ ბოლო ნამცეცებს მუჭში რომ მალავენ,
ბოლოს ხარკს უხდიან გადახსნილ ვენებით..

და თუ გადავშალე ყოველი სტრიქონი,
ბოლო აკორდამდე ჯერ ისევ შორია..
დღეს თუ შენ დაგკარგე, ხვალ სულ სხვას ვიპოვი,
ცხოვრება ზღაპარი, ბოდვა და ჭორია...

და მაინც...
ფიქრებით დაღლილს და დაჩეხილს,
მომშივდა მე შენი ტუჩების სისველე...
შიშველი რითმები ლოდინით გალეშილს
ცრემლებად დამცვივდა...
მოდი და მიშველე..

ღამეა...
და ფიქრის დამიწყდა ღილები,
ჩემს ტუჩებს კვლავ შენი ტუჩების გემო აქვს,
ნუ ფიქრობ, რომ ბედთან თამაშით ვიღლები,
და რომ ჩემს რულეტზე დღეს ისევ ზეროა...

ღამეა...
და ისე მომშივდი, რომ ლამის
გემო გავუსინჯო საკუთარ ხორცს და სისხლს..
მინაში დამწყვდეულ დროს ვგავარ და მაინც
უშენოდ გასული ყოველი წუთი მცლის...

ათასჯერ დაკარგულს ათასჯერ გიპოვი _
ბოლო აკორდამდე ჯერ ვიცი შორია...
უშენოდ სიცოცხლის ყოველი სტრიქონი
უმიზნო თამაში, ბოდვა და ჭორია..

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<