სიყვარული არის ამ ქვეყნად ძალა უდიდესი, დაუნდობელი, დაუოკებელი, წამიერიც
და საუკუნოც სიცოცხლისა და სიტკბოების მომტანი ძალა, რომელიც ხმის,
გემოვნებისა და შეხების უდიდეს საიდუმლოს ინახავს. ძალა, რომლისთვისაც
შეუძლებელი არაფერია. სიყვარული უძვირფასესი განძია ხალხთა მოდგმისა, იგი
სხეულისა და სულის შერწყმა, სიცოცხლის შეგრძნება და სიკვდილთან ვაჟკაცური
შერკინებაა. სიყვარული არის ზღვა, მას ვერ დაუწერ კანონებს, ვერც საზღვრებს
დაუდებ. როცა გგონია რომ დაწყნარებულია, სწორედ მაშინ აღელდება. სიყვარული
ჯოჯოხეთისებრ აღგრძნებული მუსიკაა, რომელიც მოხუცთა გულსაც
აწყნარებს...მას შეუძლია მტვრად აქციოს კაცი, აამაღლოს და კვლავ
სამარცხვინო კედელთა გააკრას...იგი ყოვლის შემძლეა და ამაში გასაკვირი
არაფერია, ღმერთმაც ხომ ქვეყნიერების პირველი ადამიანები ამ უფაქიზესი
გრძნობით დააკავშირა?!... სიყვარულით რომლითაც გაჩნდა კაცობრიობა... |