ნაცრისფერია ეს მონატრება.. ეს სიმარტოვეც ნაცრისფერია ვნაცრისფერდები სიცოცხლის ხელში.. და ეს ჰანგებიც ნაცრისფერია... ახლა ეს ტრფობა წააგავს სარკაზმს, ამოუხსნელი რჩება გენია.. კვლავ ვეფერები ამ ღვთიურ ნაკაწრს, მაგრამ ის უკვე ნაცრისფერია.. ცრემლების კვალზე..გაცრეცილ გულში... ყველა სიზმარი..გრძნობა სველია.. ვეღარ გიყურებ ჩემს ნაფერ სულში, რადგან ის უკვე ნაცრისფერია... მენატრები... |